გამოქვეყნდა კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ)
“გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის”
კვლევა, რომელშიც აღწერილია არა მხოლოდ
დღევანდელი მდგომარეობა ამ სფეროში, არამედ,~
ის უდიდესი დარტმა, რაც შეიძლება მიაყენოს რუსეთმა
აშშ-ს, თუ შეწყვეტს აშშ-თვის გამდიდრებული ურანის
(ანუ სხვა სიტყვებით, ატომური ელექტროსადგურები- სათვის ბირთველი საწვავის) მიწოდებას.
დომინირებული ინფრასტრუქტურა ამ სფეროში და
ტექნოლოგიები რუსულია და ძალზე იაფი და აშშ-ში
ძალიან მოწონებული ამ ბირთვული საწვავის
ჩანაცვლების არანაირი შანსი უახლოეს წლებში აშშ-ს არ
გააჩნია, რადგან მის მიერ გამდიდრებული ურანი (ამ მიზნებისთვის) გაცილებით ჩამოუვარდება რუსულს.
ამასთან:
2021 წლისთვის, მსოფლიოში მოქმედებაში იყო 439
ატომური ელექტროსადგური. აქედან, რუსთში მოქმედებს
მხოლოდ 38, მაგრამ რუსების მიერ აშენებულია და
მოქმედებს 42 ატომური ელექტროსადგური (მთელ
მსოფლიოში, მათ შორის, ევროპაშიც!); ამჟამად რუსული
ტექნოლოგიებით შენდება კიდევ 15 ატომური ელსადგური.
აშშ-ში ატომური ელექტროსადგურების გამომუშავება აღწევს მთელი გამომუშავების 20%-ზე ცოტა მეტს.
ცენტრის ანალიზიდან ჩანს, თუ რას გამოიწვევს ამ სფეროს
გაჩერება და რა მოხდება აშშ-ში ელექტროენერგიაზე
ფასების ზრდის თვალსაზრისით!
მოკლედ, ეს დარტყმა, თუ განხორციელდა, –
მაშინ სხვა რამესთან გვქონია საქმე, ვიდრე დღემდე
შეიძლება წარმოგვედგინა! ეს უკვე დიდი ეკონომიკური
ომია, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება დიდი ომით
მიყენებულ ზიანს!
“ეს დარტყმა, თუ განხორციელდა, სხვა რამესთან გვქონია საქმე, ვიდრე დღემდე შეიძლება წარმოგვედგინა!” – დემურ გიორხელიძე
25 Views