დღევანდელი, 3 ივლისის აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი, მთავარ არხთან საუბრისას, პასუხობს კითხვას, რას აპირებენ ორგანიზატორები, თუ დღეს საღამომდე, მიცემული ვადის ამოწურვამდე, მოთხოვნები, მთავრობის გადადგომა, არ დააკმაყოფილა და თუ ქართული ოცნების პასუხი იქნება – არა და არასოდეს.
შოთა დიღმელაშვილი:
ჩვენი ქართველი ხალხის პასუხიც არის მაშინ – არა მათ! კონსტიტუციის 78–ე მუხლი გვავალდებულებს ყველას, მოქალაქემაც ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. თუ ხელისუფლება ლეგიტიმაციას არღვევს – არალეგიტიმურია, ხო? რას ვშვრებით არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან? – წინააღმდეგობა, არაძალადობრივი წინააღმდეგობა. 2019 წლის მერე, როცა პროპორციულ არჩევნებში გადაგვაგდეს, გადაგდების რესურსი აღარ დარჩათ. თუ აპირებენ, არალეგიტიმურად შეინარჩუნონ ხელისუფლება – მე კი არ ვემუქრები აქედან ვინმეს – ხალხისთვის საჭიროა ლეგიტიმაცია, ხალხისთვის თუ დაკარგეს ლეგიტიმაცია… სადმე თუ გაწყდა ეს მორჩილების ჯაჭვი… ბოლო–ბოლო პოლიციელთან, რომელსაც 1000–1500 ლარამდე აქვს ხელფასი, საჭმელიც ვერ მიაქვს სახლში და სიცოცხლეს წირავს… რა ბრძანებაც უნდა გასცეს, ეს ჯაჭვი თუ გაწყდა, მარტო ბიძინა ივანიშვილიო ვერაფერს მოუხერხებს ამ ხალხს, არ აქვს ფიზიკურად ამდენი ძალა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანია…
დღის ბოლომდე აქვთ ვადა – ჯერ ისევ 3 ივლისია. არსებობს სივრცე მოლაპარაკებებისთვის, როგორც ვთქვით, იმედი მაქვს კეთილგონიერების ან თვითგადარჩენის ინსტუქტის, ამის შემდეგ გამოცხადდება სამოქმედო გეგმა და წინააღმდგეობა გადადის სხვა ფაზაში – არაძალადობრივი წინააღმდეგობის არსენალში რაც კი რამე იაარაღი არსებობს, ყველას გამოვიყენებთ და ყველგან სადაც ეს გამოიყენეს და იყო ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი და ხელისუფლების დაკარგული ლეგიტიმაცია უმაგრებდა ზურგს – ყველგან დაემხო ავტორიტარიზმი.
განგრძობითობის სივრცე არც არის – 6 თვე გვაქვს სულ. დღეს გამოვა ბევრი ადამიანი. ჩვენ, ვისაც ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა, ვართ ამ ქვეყნის 85 პროცენტი, ეს არის ჩვენი ეროვნული იდეა.