„არ ვიტყვი, რომ…“ – რას ამბობს „აზოვსტალიდან“ გათავისუფლებული უკრაინელი?

July 2, 22:22
0
1673

მესაზღვრე პაველ პიკოვეცმა, რომელიც რუსებმა  ტყვედ „აზოვსტალში“ აიყვანეს, იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ექცევიან რუსები უკრაინელ პატიმრებს.

“არ ვიტყვი, რომ იქ გვაწამებდნენ. ჩვენ, აზოვსტალელებს, რაღაც სხვანაირად გვექცეოდნენ. შესაძლოა, პატივს გვცემდნენ ან ეშინოდათ.

ვიცოდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, ვიცოდი ვისთვის – ჩემი მეუღლისთვის და ქალიშვილისთვის. ვამბობდი: ისინი მელოდებიან, მე უნდა დავბრუნდე“, – განაცხადა უკრაინელმა მესაზღვრემ.

პაველ პიკოვეცი რუსების ტყვეობაში 15 აპრილის შემდეგ იმყოფებოდა.

წყარო: tia.ge

Cesko