“ერთ დღეს დედაჩემს აღარ დაურეკავს ჩემთვის, მეორე დღეს კი მამაჩემმა დარეკა…” – რას ნანობს გიორგი ღოღობერიძე?

0
385
15 Views

იცით როგორი პერიოდი მქონდა? აბსოლუტური სიბნელე… ბოლოს მართლა ვიფიქრე, ცხოვრება ხომ არ დავამთავრო მეთქი… ვიყავი ამაზე წამსვლელი…” – ასე იხსენებს ექიმი გიორგი ღოღობერიძე პერიოდს, როდესაც დედა გარდაეცვალა. დაკარგა მშობელი, რომლის გამოც აირჩია პროფესია და როგორც თავად ამბობს, ვერ მოასწრო, რომ მძიმე სენით დაავადებული დედისთვის თავად ემკურნალა.

გიორგი ღოღობერიძე დედასთან ბოლო საუბარს იხსენებს… აქვს სინანულიც.

„თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, დედაჩემს ყოველდღიურად დარეკვა ძალიან უყვარდა. დღეში 3-4-ჯერ მირეკავდა და საათობით მელაპარაკებოდა. მე უნივერსიტეტში გავდიოდი, სასწავლი მქონდა, დაღლილი ვბრუნდებოდი, მერე კლინიკაში მივდიოდი პრაქტიკებზე… დედაჩემი მირეკავდა, არ შემეძლო საათობით საუბარი. დედას როცა ერთი ბიჭი ჰყავს, აბა, სხვას ვის უნდა დაურეკოს.. როცა დედა გყავს, ჯერ ხომ ბავშვი ხარ, გგონია, რომ ყოველთვის გეყოლება. ხვალაც დაგირეკავს, ზეგაც.. მაგრამ ცხოვრებაში დამიდგა ის დღე, როცა ერთ დღეს დედაჩემს აღარ დაურეკავს ჩემთვის. ძალიან დამაკლდა.

მეორე დღეს მამაჩემმა დამირეკა – გიორგი, უნდა ჩამოხვიდე ბათუმში, დედა ძალიან ცუდად არისო. ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდი რამ ხდებოდა. ეგრევე გავიქეცი.. გზაში ყველაფერზე ვიფიქრე, მაგრამ რომ ჩავედი, მაინცდამაინც ის დამხვდა, დედაჩემი უკვე აღარ იყო ცოცხალი.

ამ ციკლს ყოველდღე გავდივარ. ვჩერდები იქ, როცა ბოლოს დამირეკა და მკითხა: – გიორგი რას შვრებიო. დედი, ახლა მეჩქარება და მერე დაგირეკავ მეთქი, მაგრამ მერე მე არ დამირეკავს… ეს პერიოდი სიზმარში სულ მიმეორდება, იქ ვრეკავ, მაგრამ აი, რეალურ ცხოვრებაში რომ ვბრუნდები, ვიცი, რომ აღარ დამირეკავს.

მინდა გითხრათ, სანამ საშუალება გაქვთ, სანამ ჩვენს გვერდით ისინი არიან, ვისაც ვუყვარვართ და ვეძვირფასებით, არასდროს დაგვზარდეს. ის, რაც ხვალისთვის გადაიდო, შეიძლება, აღარასდროს დადგეს. დედაჩემი ჩემი ცხოვრების ღერძი იყო” – იხსენებს გიორგი ღოღობერიძე „ბაიასთან”.

Cesko