საქართველოს პრემიერ-მინისტრი იუბილარია – რამდენი წლის გახდა ირაკლი ღარიბაშვილი და როგორ ულოცავენ მას დაბადების დღეს?

0
691
67 Views

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუბილარია. იგი 40 წლის გახდა. ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლიდან მოყოლებული მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. მას ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.

ერთ-ერთი პირველი, ვინც პრემიერს დაბადების დღე მიულოცა, საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი აღმოჩნდა:

„ჩემო ირაკლი! გილოცავ დაბადების დღეს. მესმის, იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც მარგინალთა ერთმა ჯგუფმა დღეს თქვენს წინააღმდეგ ააგორეს. არ შეშინდეთ, ქართველი ერის უმეტესი ნაწილი თქვენ გვერდითაა. გავაძლიეროთ ერთმანეთი, საჯიჯგნად არ მივცეთ ჩვენი ქვეყანა. დღეს, როდესაც თქვენი და თქვენი მთავრობის წარმატებით, უნდა მოსვენებული და ლაღი ყოფილიყო, აქაც გამოწვევაა, თუმცა ასე მგონია, პატრიარქის ლოცვით და თქვენი რაციონალური პოლიტიკით, ქართველი ხალხის გონიერებით, ყველაფერს მივაღწევთ. დღეგრძელობა თქვენ და თქვენს ულამაზეს ოჯახს”, – დაწერა დათო ოქიტაშვილმა.

Cesko