“რაის თანაგუნდელები? “ნასედკები” იყვნენ” – კობახიძე

June 28, 09:51
0
512

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „პალიტრანიუსთან“, ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრისას, ამბობს:

„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ? რაის ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით ვინ როგორ დაავერბოვკეს. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული.

ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დავერბოვკებული კონკრეტული ფორმით და კონკრეტული ცოდვების გამო“

Cesko