ამ კვირაში ე.წ. სატანური დღე გველის – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება და კონკრეტული მითითება

0
917
465 Views

მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“, მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ისაუბრა.

„ახლა კირჩხიბების დროა – მზე კირჩხიბს გადის, მერკური, გონების მმართველი პლანეტა, კირჩხიბშია. ამიტომ, ყველაზე მაღალი შესაძლებლობა ზოდიაქოს ამ ნიშანს აქვს.

მთლიანობაში, კვირა კარგია, ოღონდ რამდენიმე ნიუანსი აქვს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ჩემი თხოვნაა, შაბათ-კვირაც ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. შეიძლება, ტონუსი შეიცვალოს, რადგან გეომაგნიტური დღეებია და ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო წნევის საკითხებისადმი. არავითარი კონფლიქტი, არავითარი საქმის გარჩევა… ჯანმრთელობის კუთხით, შაბათ-კვირა ცოტა ყურადღებით გავიაროთ. კიდევ ერთი დღე, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, ოთხშაბათია. ამ დღეს ახალმთვარეობაა, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოში ხდება. მზე და მთვარე ერთმანეთს კირჩხიბის ზოდიაქოში ხვდება. მზე და მთვარე არ მეგობრობენ, მათი ენერგიები ერთმანეთს ეჯახება, რაც 29 ივნისს ხასიათის ცვალებადობას, აგრესიულობისა და დეპრესიულობის მომატებას, ტყუილებისადმი მიდრეკილებას, უყურადღებობის ან ჩაფიქრების ნიადაგზე, ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს გამოიწვევს. ამ პერიოდში არავითარი საქმეების გარჩევა, არავითარი კამათი. ახალმთვარეობაზე ძველი, მამაპაპური რიტუალის გამოყენება შეგიძლიათ – ლითონის ფული გარეთ გაიტანეთ, მთვარეს აჩვენეთ, სადმე დადეთ, რომ მთვარემ დაინახოს და ახალი ფინანსური შემოსავალი მოიტანოს. არავითარი ახალი საქმე არ დაიწყოთ, შეგიძლიათ, [საქმე] დასახოთ, მაგრამ არ დაიწყოთ. ამ პერიოდში არავითარი ხელშეკრულება არ დადოთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, უარი თქმით სარისკო მოქმედებებზე, ამას უკუჩვენება ექნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ე.წ. სატანური დღეა, როდესაც ადამიანში შეცდომებისა და ცდუნებების ალბათობა ძალიან მაღალია. ამიტომ, 29 ივნისს, ანუ ოთხშაბათს, მოვერიდოთ ალკოჰოლურ სასმელებს.

ხვალ ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა – სიყვარულის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის მქონე, ინტუიციისა და ფანტაზიების მმართველი პლანეტა ნეპტუნი რეტროგრადული ანუ უკუმავალი ხდება, რაც თითქმის 1-ელ დეკემბრამდე გასტანს. ამან შეიძლება ძველ სულიერ სწავლებასთან გვაბრუნებს, შეიძლება, ძველ სულიერ მოძღვრებთან, ძველ შემოქმედებით პროექტებთან დავბრუნდეთ. ჩემი თხოვნაა, დიდი ყურადღება გამოიჩინონ მათ, ვინც, დავუშვათ, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული კუთხით მკურნალობდა. შეიძლება, ნეპტუნმა ისევ გააჩინოს ნარკოტიკებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან დაბრუნების სურვილი.

დღევანდელ დღეს არაუშავს, ხვალინდელ და, განსაკუთრებით, ზეგინდელ დღეებს სჯობს.

ამ კვირის განმავლობაში, თუ რაიმე განსაკუთრებული საქმე, პროექტი, ხელშეკრულება, მოლაპარაკება გაქვთ, 29 ივნისი, ოთხშაბათი დღე გამოტოვეთ – ეს დღე მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი საქმეების გარჩევისა და სარისკო მოქმედებების გარეშე უნდა გავიაროთ. ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობასაც, რადგან ახალმთვარეობა კირჩხიბში ხდება, კუჭის ზონასთან სიფრთხილეა გამოსაჩენი, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ საკვების კუთხით – მაღალია მოწამვლის ალბათობა“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

Cesko