“ღარიბაშვილი რელსიდან გადავიდა, ის ტრაგედიაა ქვეყნისთვის” – კარლ ბილდტი

June 23, 10:45
0
312

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული საბჭოს საგარეო კომიტეტის თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერმინისტრს, ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“ამ ბიჭის, საქართველოს პრემიერმინისტრის, გამოსწორება შეუძლებელია. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვაში, აჩვენებს, რომ რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”

პრემიერმინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, “ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან”.

Cesko