“რა ქნას ელენე ხოშტარიამ, უთხრას მამამისს, რომ რუსეთში დატოვოს ეს ქონება და პუტინის რეჟიმს მოხმარდეს?” – გოცირიძე

0
442
41 Views

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა :

“რა ქნას ელენე ხოშტარიამ, უთხრას მამამისს, რომ რუსეთში დატოვოს ეს ქონება და პუტინის რეჟიმს მოხმარდეს?”

„ეს ხომ ელენე ხოშტარიას გამომუშავებული არ არის. ეს ხომ მისი მემკვიდრეობაა, რომელიც სამართლებრივად და მორალურად ერგება მთელს შთამომავლობას“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ რომ ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, იმაზე, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან. ელენე ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

Cesko