ამერიკაში მცხოვრები ლიკა რობაქიძე ძალიან მძიმე შემთხვევის მომსწრე გახდა. მისი საცხოვრებელის წინ ექიმები ჩვენი თანამემამულის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ…
,,ახლა კარგად მომისმინეთ და არ გამომიჭენდეთ აქ გენიოსები… არასოდეს შემოვიფარგლები სოციალური ქსელის პოსტებითა და პროტესტებით, მაგრამ ეს ყველამ უნდა ნახოს, რათა გონს მოვიდეს ქართველი ერი.
ნამდვილად არ მიხარია მსგავსი, ნამდვილად არ ვარ მოხარული ამ ყველაფრისა, ბევრი ვილოცე, ბევრიც ვიტირე, მაგრამ ეს არ არის სწორი გზა. გზა, რომელიც ვიცით იმათმა, ვინც ამერიკამდე ჩამოსვლის გზა გავიარეთ.
საკუთარი სადარბაზოს ეზოში რომ მსგავს ფაქტს შეესწრები, რა ჭკუაზე უნდა იყო? დედებო, მეგობრებო ახლობლებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, ყველას მოგიწოდებთ, გაერთიანდეთ, ეს არ არის გზა ევროპისკენ და ეს არ არის ხსნა ნატო-სკენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ განგვიმარტა, 80 ქართველი გვყავს რიგში გადასასვენებლადო, ეს არის სამართალი? ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების საწამლავი! ნარკოტიკი თუ სიცოცხლე? არჩევანი თქვენთვის მომინდვია! ყველას გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!” – დაწერა ლიკა რობაქიძემ.