“როგორც სხვა დაკომპლექსებულ ადამიანს, მეც სულ მგონია, რომ აღარავის ვაინტერესებ, აღარ ვჭირდები” – რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი საქართველოს შესახებ

0
587
229 Views

მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნუკი უკვე წლებია შვილთან და ქმართან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ როგორც ჩანს, ის 3 თვით საქართველოში ჩამოვა და „პრაიმ ჰაუსის” ჟიურის წევრებს შორის ვიხილავთ.

„ძალიან მიხარია, რომ ჩამოსვლისთანავე სამსახურს მთავაზობენ. როგორც სხვა დაკომპლექსებულ ადამიანს, მეც სულ მგონია, რომ აღარავის ვაინტერესებ, აღარ ვჭირდები და მერე რომ მეუბნებიან – გვჭირდებიო, აპ! მიხარია.

მე ჩემს სამშობლოს ვერ ველევი. აქაური ყველაფერი მირჩევნია, ჰაერი, ტელევიზია და ყველაფერი აქაური მიყვარს. აქ ჩამოსვლა მიხარია. ბენიც ჩამოვა. უბრალოდ, ჩემსავით სამი თვით ვერ ინავარდებს”, – ამბობს ნუკი.

Cesko