არ დატოვოთ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში – გონჩარენკო

0
450
131 Views

არ დატოვოთ ქართველები ერთი ოლიგარქის ხელში. – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“ახლა საქართველოს პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეები იყვნენ. ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპის შიგნით. მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც.

მომდევნო კვირას ნატო-ს სამიტი გაიმართება. მივმართავ თურქეთს, მხარი დაუჭირეთ ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას.

მინდა, მივმართო ნატოს-ს წევრ ყველა ქვეყანას, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს და მიეცით MAP-ი (სამოქმედო გეგმა). ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ძლიერები, რათა ვებრძოლოთ ყველა იმ საფრთხეს, რომელიც დღეს გვემუქრება.” განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

Cesko