„დავმალე? ტელევიზორში უნდა გამოვსულიყავი?”- გოგი ხოშტარიამ პირველად ისაუბრა რუსეთიდან მილიონობით რუბლის წარმომავლობაზე

0
969
597 Views

გოგი ხოშტარიამ პირველად ისაუბრა სკანდალზე, რომელიცგუშინ აგორდა. სამე ისაა, რომ მისი ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. გოგი ხოშტარიას თქმით, ბიძამისი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე იყო გამოჩენილი სცენოგრაფი და თავად სწორედ ამის გამო იღებს ჰონორარს.

„ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?! ბიძაჩემი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სცენოგრაფი, ანუ არა უბრალოდ მხატვარ-გამფორმებელი, არამედ დამდგმელი სპექტაკლებში.

მე ვარ მეორე რიგის მემკვიდრე, ჩემს დეიდაშვილთან ერთად. ბიძაჩემს შვილი არ ჰყოლია, ორი და ჰყავდა. ჩვენ ვართ მეორე რიგის მემკვიდრეები, ჩვენზე იყოფა თანაბრად.

ბიძაჩემს ჰქონდა გასტროლებიც, თეატრებთან ერთად, ასევე პერსონალური მიწვევა დადგმაზე მილანში, რომში, პარიზში, ლონდონში, ტოკიოში, ამერიკაში. იქიდან რა ჰონორარი მოდის, გესმით არა?! ეს მოდის წელიწადში, დაახლოებით სამჯერ. რატომ არის ეს რუსული ფული?! უნდა გამოვსულიყავი ტელევიზორში, რომ ბიძაჩემის ჰონორარებს ვიღებ?! დავმალე?! ბანკში არ იციან?!“, – განაცხადა გოგი ხოშტარიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.

Cesko