“ევროსაბჭოს ვუგზავნით იმ პირთა სიას, რომლებსაც უნდა დაუწესდეთ სანქციები” – სანდრო ბრეგაძე

0
2027
486 Views

“ქართული მარშის”  თავმჯდომარე, სანდრო ბრეგაძე, განცხადებას ავრცელებს:

“ევროსაბჭოს ვუგზავნით იმ პირთა სიას, რომლებსაც უნდა დაუწესდეთ სანქციები (თუ ხოშტერიას “დროა” პარტიას შეუძლია მიმართოს,ასევე შეუძლია ნებისმიერ სხვა პარტიასაც მიმართოს ევროსაბჭოს)

სანქციები პირველ ეტაპზე უნდა დაუწესდეთ

1) თემურ ალასანია – ( საბჭოთა კგბ-ს ოფიცერი, სააკაშვილის ხელისუფლების არაფორმალური მმართველი, შემჩნეულია იარაღით უკანონო ვაჭრობაში)

2) კობა ნაყოფია – ( რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნაცმოძრაობის შავი ფულის მოლარე, შემჩნეულია ოქროს კონტრაბანდაში)

3) დავით კეზერაშვილი – ( ყოფილი თავდაცვის მინისტრი, შემჩნეულია იარაღის და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობაში )

4) დათა ახალაია – ( ყოფილი კუდ-ის უფროსი, ბრალდებულია მასობრივ წამებასა და მკვლელობაში, პატიმრების გაუპატიურებაში და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში)

იმის გათვალისწინებით,რომ ამ პირებს ჩადენილი აქვთ კაცობრიობის წინაშე დანაშაულებები,მონაწილეობდნენ იარაღის და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობაში,გახლდნენ საქართველოს ხელისუფლების არაფორმალური მმართველები და ოლიგარქები – ევროსაბჭოს ვალდებულებაა პერსონალური სანქციები დაუწესონ აღნიშნულ პირებს.

“ქართული მარშის “ თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე

Cesko