ნახეთ რა კითხვა დაუსვეს მოუდლონელად სალომე ზურაბიშვილს მარკეტში – ვიდეომ უამრავი ნახვა დააგროვა

0
1911
275 Views

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ერთ-ერთ სუპერ მარკეტშია გადაღებული.

როგორც ვიდეოში ისმის, ფავლენიშვილმა, როგორც 20 ივნისს დაზარალებულმა, კითხვით მიმართა პრეზიდენტს, რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დარბევაზე? კადრში ჩანს, რომ პრეზიდენტმა კითხვას არ უპასუხა და ტერიტორია დატოვა.

ამის შემდეგ ირაკლი ფავლენიშვილი კვლავ შეეცადა კითხვები დაესვა პრეზიდენტისთვის.

“თქვენ 16 ივნისს უპირისპირებთ 20 ივნისს. ეს არის ანტისაოკუპაციო აქციის დღე ქართველი ერისთვის, ჩემთვის. ამ დღეს კრემლის ბრძანებით დაგვთხარეს თვალები. დღესაც მგონია, რომ ეს არის კონტრაქცია, 20 ივნისის კონტრაქცია, ანუ კრემლისეული საქართველოს დღე. თქვენს მიერ შემოთავაზებული თარიღი არის კრემლისეული ანტისაოკუპაციო დღე”, – ამბობს ფავლენიშვილი.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, პრეზიდენტმა კვლავაც უპასუხოდ დატოვა კითხვები და მარკეტიდან გავიდა.

 

Cesko