დაანონსებული ჩხრეკა “ტვ პირველში” – რას ითხოვს გომელაური უწყება არხისგან? – დეტალები

0
897
68 Views

დაანონსებული ჩხრეკა “ტვ პირველში” – არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მოთხოვნა მიიღო – გომელაურის უწყება გამომძიებელ ჟურნალისტებს სთხოვს დაასახელონ, სად ინახავენ მასალებს.

საქმე ეხება ” ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტს, რომლითაც 5 ივლისის სისხლიანი დღის უკან ხელისუფლების კვალზეა საუბარი.

შსს არხის გამომძიებელ-ჟურნალისტებისგან იმ მასალების გადაცემას მოითხოვს, რის საფუძველზეც მათი ვარაუდით, რეპორტაჟი მომზადდა. მეტიც, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ “ტვ პრველისთვის” გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სურთ ამოიღონ, როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახის მასალები.

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძე:

ითხოვენ, წინასწარ გადავცეთ მათ მასალები, რომელიც შეიძლება, ჟურნალისტური გამოძიების საგანი გახდეს. ასევე ამავე წერილში გვთხოვენ, დავუკონკრეტოთ, კონკრეტულად სად ვინახავთ ჟურნალისტური გამოძიების მასალებს. ეს ყველაფერი აჩენს განცდას, მათი სურვილი არ არის, რეალურად დაიწყოს გამოძიება, იმ მაღალჩინოსნების თანამონაწილეობაზე იმ სისხლისღვრაში, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე. მათი სურვილია, დაადგინონ, კიდევ რა მასალა შეიძლება, გვქონდეს გამომძიებელ ჟურნალისტებს მოპოვებული და რა სახის ჟურნალისტურ გამოძიებას ვამზადებდეთ ჩვენ.

მათ პირველ რიგში, სასწრაფო წესით უნდა დაეწყოთ გამოკითხვების სერია, ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ. ამოეღოთ ამ ადამიანების მობილური ტელეფონები და გადაეგზავნათ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე. დაედგინათ, ისევ ის მობილური ტელეფონები აქვთ თუ არა, რომლითაც მაშინ სარგებლობდნენ, რომ მტკიცებულებები არ განადგურებულიყო. ეს ადამიანები ჭიმავენ დროს, ცდილობენ დაადგინონ, კიდევ რა ჟურნალისტური გამოძიება შეიძლება გავაკეთოთ, იმისთვის რომ ამ ადამიანებმა მტკიცებულებები გაანადგურონ და შემდეგ თქვან, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ”

Cesko