“ეს მართლა ჩარჩები… თუ მართლა ასე იყიდებიან ევროპარლამენტარები, ფული მაგათ არ აკლიათ და ეყიდათ ” – ჭიჭინაძე

0
566
38 Views

ყოფილი პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე ფეისბუქზე წერს :

“იყიდე – გაყიდე…
ეს მართლა ჩარჩები ესენი.
მოაწყვეს აქ სამარცხვინო ბაზარი.
მაგრამ, როგორც თვითონ კადრულობენ ყველაფერს და ყიდულობენ ყველაფერს, არჩევნებსაც კი, სხვებსაც იგივეს აბრალებენ.
„ოცნების“ ძირითადი შემადგენლობაც ხომ სულ ფულის გულისთვისაა იქ , რადგან 2012 წელს თითქმის ყველა „ნაცებში“ იყვნენ.
აი ამიტომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმემ შეიძლება იდეის და ღირებულებების გამო დაუჭიროს მხარი გადაყვეტილებას.
ისე, თუ მართლა ასე იყიდებიან ევროპარლამენტარები, როგოგრც ამას „ოცნების ცხელი თავები“ გვიმტკიცებენ, ფული მაგათ არ აკლიათ და გადაეხადათ, ეყიდათ.
თუ ვერ „გაქაჩეს“ კარტოფილზე და ზეთზე მეტი?!
მოკლედ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ოცნებისთვის“ მისაღები იყო დასავლეთის პოზიცია, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანეს, რითაც გაყალბებული არჩევნებიც აღიარებინეს და იმ კრიზისი განმუხტვაც მოახერხეს, რომელსაც ქვეყანაში რეალური ცვლილებების მოტანა შეეძლო.
და ახლა რა აღარ მოსწონთ?
ახლა გახდა ფეიკი?
თუ ის გაუკვირდათ, მედიის ხელმძღვანელის დაკავება რომ გახდა ერთ-ერთი წითელი ხაზი, თან აბსურდული ბრალდებით.
ხოდა, აი ამიტომ არიან სამარცხვინოები.
მათი განცხადებები კი უბრალოდ სირცხვილია.”

Cesko