“ინანებთ!” – ერდოღანი საბერძნეთს ემუქრება – ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა

0
644
33 Views

თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა საბერძნეთს მოუწოდა, ეგეოსის კუნძულების სამხედრო აღჭურვა არ მოახდინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საბერძნეთი ინანებს. ამ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერდოღანის გაფრთხილება მზარდი დაძაბულობის ფონმა განაპირობა. თურქეთი აცხადებს, რომ საერთაშორისო შეთანხმებები კუნძულების შეიარაღებას კრძალავს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს განაცხადა, რომ საბერძნეთმა უნდა შეწყვიტოს ეგეოსის ზღვაში კუნძულების შეიარაღება, რომლებიც დემილიტარიზირებულის სტატუსს ატარებენ და ამიტომ, საერთაშორისო შეთანხმებებს უნდა ემორჩილებოდნენ.

ბოლო დროს, დაძაბულობა ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ისევ გამძაფრდა, რომლებიც ანკარას თქმით, არ შეიძლება შეიარაღებული იყოს 1923 წლის ლოზანისა და 1947 წლის პარიზის ხელშეკრულებების გათწვალისწიებით.

ერდოღანმა მოუწოდა ათენს, მოერიდოს ოცნებებს, ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებსაც სინანული მოჰყვება. თურქეთის პრეზიდენტმა 1920-იანი წლების ომი გაიხსენეს, როდესაც თურქებმა საოკუპაციო ძალები, მათ შორის საბერძნეთი დაამარცხეს.

გასულ კვირას ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი წყვეტს ორმხრივ მოლაპარაკებებს საბერძნეთთან საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან კამათის გამო და რასაც ანკარა საჰაერო სივრცის დარღვევას უწოდებს.

მათ ორმხრივი მოლაპარაკებები ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 2021 წელს განაახლეს, კავშირების გაუმჯობესების შესახებ.

ოფიციალური ანკარის ცნობით, ეგეოსის ზღვის კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების ხელშეკრულებებით გადაეცა, იმ პირობით, რომ დემილიტარიზებული სტატუსი შენარჩუნდებოდა.

საბერძნეთმა კი განაცხადა, რომ თურქეთის განცხადება კუნძულების შეიარაღების შესახებ “უსაფუძვლოა” და დაადანაშაულა ანკარა მისი სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენებაში.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 რუკა გამოაქვეყნა, რომლებშიც მისი თქმით, “ნათლად და ცალსახად ასახულია თურქეთის უკანონო, ცალმხრივი ქმედებები და ბრალდებები”.

გაეროს ორივე ქვეყანამ წერილობით მიმართა, სადაც ასახულია მათი კონკურენტი პოზიციები საჰაერო სივრცის დაცულობასა და კუნძულებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ათენი კუნძულების შეიარაღებას განაგრძობს, საკითხი საბერძნეთის სუვერენიტეტს შეეხება.

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა ჯანის ეკონომუსს, რომელსაც ჰკითხეს შესაძლო შეიარაღებული შეტაკების რისკების შესახებ დღეს, განაცხადა, რომ ათენი მშვიდად ეპყრობა “თურქული ანთებითი განცხადებების კრესჩენდოს”

Cesko