25 Views
პოლონეთში 26 წლის როზეტა ყალიჩავა, 24 მაისს ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ყალიჩავას ოჯახი, ბავშვების საქართველოში ჩამოსაყვან პროცედურებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს დახმარებას ითხოვს.„ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფო უწყება როგორც გადმოსვენებაში დაგვეხმარა ისე ბავშვების ჩამოყვანაში დაგვეხმაროს.ბავშვები სოციალურ ბაღში არიან, საჭმელს არ ჭამენ, ტირიან და დედას ითხოვენ”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
წყარო: „digest.pia.ge”