„როდესაც შვილს არ ანახებენ, მამა არ არის ვალდებული, დედა და მისი მონაგარი არჩინოს!“ – ნინი შერმადინი ბასილაშვილი ბოლომდე დაიცვა

0
407
30 Views

მომღერალმა ნინი შერმადინმა ცოტა ხნის წინ მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილის წარმატებით ამაყობს.

„ნიკოლოზ ბასილაშვილის მლანძღველთა ცალკე მიმდევრობაა ჩამოყალიბებული. აქვე დავძენ, იკითხა ვინმემ, Saving ანგარიში ხომ არ აქვს გახსნილი ბავშვის სახელზე და იქ რიცხავს ალიმენტს ბავშვის სრულწლოვანებამდე, რასაც ამერიკაში განქორწინებული წყვილების 99 პროცენტი აკეთებს. როდესაც შვილს არ ანახებენ, მამა არ არის ვალდებული, დედა და მისი მონაგარი არჩინოს მარტო იმიტომ, რომ მისი შემოსავალი ძალიან დიდია! ის ბავშვი იამაყებს ჩემპიონი მამით და სრულიად საქართველო ვამაყობთ! თქვენ კიდევ, ჯობია, თქვენს განვითარებაზე იზრუნოთ და არა სხვების პირად ცხოვრებაზე! ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჩვენ ვამაყობთ შენით!.. წარმატებები!” – დაწერა ნინი შერმადინმა.

Cesko