“ევროპაში ზელენსკის გამოსახულებით სანთლები იყიდება – “ხალხი „წმინდა ზელენსკის“ სანთლებსაც კი ანთებს…”- გამაოგნებელი ამბავი

0
771
31 Views

“ახალი ტენდენცია: წმინდა ზელენსკის სანთლები უკრაინის პრეზიდენტს ღვთაებად აქცევს” – ამ სათაურით უცხოური მედია სტატიას აქვეყნებს. საქმე დანიაში უკრაინის პრეზიდენტის გამოსახულებით დამზადებულ სანთლებს ეხება, რომელიც ქვეყანაში იყიდება.

“ხალხი „წმინდა ზელენსკის“ სანთლებსაც კი ანთებს… მას შემდეგ, რაც იარაღი აიღო თავის ქვეყანაში შეჭრილი რუსული არმიის წინააღმდეგ, უკრაინის ებრაელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო გმირი გახდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ის რელიგიურ ხატადაც იქცა, ზოგიერთი ადამიანი “წმინდა ზელენსკის” სანთლებსაც კი ანთებს.

მარტის ბოლოს, დანიის პარლამენტისადმი მიმართვისას, ზელენსკიმ გავრცელებულ და ღრმად ფესვგადგმულ სკანდინავიურ ტრადიციას სანთლის დანთების შესახებ მიმართა, როგორც ჰიგის (შინაური სიმყუდროვის) სიმბოლო.

ამ ტრადიციის შედეგად, დანია ერთ სულ მოსახლეზე მეტ სანთელს იყენებს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და დანიელების 28% სანთლებს ყოველდღე ანთებს.

ზელენსკიმ თავის მიმართვაში დანიელ ხალხს მოუწოდა, ეს ტრადიცია თავისი ქვეყნის საქმისკენ მიემართათ.

ეს მოწოდება იქნა მიღებული და კომერციალიზაციაც კი მოხდა, რადგან კომპანიებმა ზელენსკის სანთლების გაყიდვა დაიწყეს, გამოიყენეს ეს თანხების მოსაზიდად უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, მაგრამ ამ სანთლების ნაწილს რელიგიური ელფერი აქვს და “წმინდა ზელენსკის” აღთქმის სანთლებს დაემსგავსა.” – წერს გამოცემა.

primetime.ge

Cesko