პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“ამას შეუძლია ნებისმიერი მოვლენის, ან გამონათქვამის შინაარსი თავდაყირა დააყენოს, ისე რომ ნერვი არ შეუტოკდეს.
პოლიტიკური სოციოპათის უნიკალური ეგზემპლიარია…”
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა:
“აშშ-ს საელჩოს განცხადება ძალიან სწორი განცხადებაა – ზუსტად ის განცხადებაა, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით.
2012 წლამდეც, იმის მიუხედავად, რომ მაშინ უმძიმესი რეჟიმი იყო – მათ შორის სასამართლოში – აშშ-ი სასამართლო სისტემას მხარს უჭერდა და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება იმ ვითარებაში, როცა სასამართლო მთლიანად რეფორმირებულია.
რასაც ჩვენ ვამბობდით, აშშ-ს საელჩოს განცხადებამ დაადასტურა და ამით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოს აშშ-ს საელჩო დანაშაულს ჩადიოდა, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა მოსამართლესა და სასამართლოზე ზეწოლას და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას“