“სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა რომ მოხდეს, ეს უნდა ჩატარდეს…” – სერგეენკო

May 24, 11:31
0
693

დეპუტატი, მმართველი გუნდის წევრი, დავით სერგეენკო, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე კომენტირებისას, ამბობს:

“იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მივიდეს იქამდე, რომ აუცილებელია უცხოელი სპეციალისტის ჩართვა, აქ უნდა მოხდეს კონსენსუსი საკითხზე, რომ აქაური რესურსები არ არის ამ კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად მზად.

იმისათვის რომ ეს მოხდეს, უნდა ჩატარდეს კონსილიუმი და არა კლინიკური აუდიტი, რაც აქამდე ტარდებოდა, ამისთვის საჭიროა, რომ ექიმებზე მოშორდეს პოლიტიკური წნეხი, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მის მკურნალ ექიმებზე, ასევე მოწვეულ სპეციალისტებზე მიდის, უმეტეს მათგანზე, პირდაპირი მუქარა, თუ ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველ გადაწყვეტილებას ისინი არ დააფიქსირებენ, მათ ემუქრებიან, ექიმები ასე ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას”,-თქვა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები ითხოვენ, რომ იგი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

Cesko