“ძალიან კარგად გვახსოვს, ვინ რომელ ბუჩქთან იმალებოდით, ახლა რომ ომი გწყურიათ, თურმე”- ირმა ინაშვილი

0
463
39 Views

ძალიან პატარები ვიყავით 90-იანი წლების ჟურნალისტები, როცა აფხაზეთის ომში წავედით, ზუსტად ჩემი შვილების ასაკის-21-22 წლის. არავის არ ვუსურვებ ნახოს ის, რაც ჩვენ ვნახეთ და გადავიტანეთ. იმ ომმა ჩვენ დაგვაბერა. სიხარული დაგვავიწყა. ბედნიერების განცდა წაგვართვა. ომი სამუდამოდ ჩვენში დარჩა და ამიტომაც ჩვენი ყოველი ფიქრი, სიტყვა, ქმედება ომის საპირისპიროა, ომის წინააღმდეგაა, ომის შესაჩერებლადაა. ნურავინ ნუ გვასწავლის ჩვენ, რა არის ომი, რა არის სიმამაცე, რა არის სამშობლოს დაცვა და სამშობლოსთვის თავდადება. ყველამ დააყენოს ერთი ადგილი! განსაკუთრებით ისინი ნუ გამოიდებთ თავს, გაგანია ომის დროს ვაკის პარკში საყვარელ ძაღლებს რომ ასეირნებდით და ყავას წრუპავდით. ძალიან ნუ ისარგებლებთ ჩვენი კორექტულობით, რომ არასდროს ვლაპარაკობთ საკუთარ თავზე. მოღალატეები, გამყიდველები და ლაჩრები თქვენთან მოიკითხეთ!
მალხაზ თოფურია აფხაზეთის ომში გავიცანი და მართლა იშვიათად მინახავს ისეთი მეომარი, როგორიც მალხაზი იყო. ენას კბილი დააჭირეთ დიდმაც და პატარამაც, ვიდრე ჩვენი ძმაკაცის, ჩვენი თანამებრძოლის ვითომ მოღალატეობაზე ილაპარაკებთ. ჩვენ ზიმბამბვეში კი არ დავიბადეთ? საქართველოში დავიბადეთ და ძალიან კარგად გვახსოვს, ვინ რომელ ბუჩქთან იმალებოდით, ახლა რომ ომი გწყურიათ, თურმე. ეს რამდენმა კაკაოზე გაზრდილმა ვასომ ამოიღო ხმა, გაგიჟდება კაცი.

Cesko