“როცა ლიდერი გიკვდება ციხეში, არ უნდა ისვენებდე” – ჩარკვიანი მელიას

0
398
28 Views

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, ამბობს:

“მელიამ, რედისონში რომ შევიკრიბეთ, განაცხადა, რომ აქციებმა აქტუალურობა დაკარგაო. თანმიმდევრობა საინტერესოა – რევოლუციამდე სანამ მიიყვან საქმეს, მანამდე ძალიან მსხვილი და დიდი აქციები უნდა გქონდეს გაკეთებული და ქუჩაში უნდა იდგე, ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი ხალხი უნდა გამოიყვანო, როცა ხედავ, რომ ნამდვილად გიკვდება ადამიანი ციხეში. ძალიან მძიმდება ეს ადამიანი ციხეში, თვალსა და ხელს შუა. ჩემი უკმაყოფილების მიზეზი ეს არის, ლიდერი როცა ციხეში გიკვდება, ეს ყველას ეხება, ყველას, ვინც “ძალა ერთობაშია”, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ის არ უნდა ისვენებდეს და მუდმივად ხალხი უნდა ჰყავდეს გამოყვანილი ქუჩაში.

ახლა რომ იძახის ემიგრანტების მობილიზებაა საჭიროო, ემიგრანტები 10 ნოემბერს რომ მოვიყვანეთ რუსთაველზე… იმ ემიგრანეტბის განცხადება ნახეთ, ალბათ, რამდენიმესი…  უსაყვედურეს, აქ ვიყავით ჩამოსულები, მაგრამ არც მოხვედიო.”

Cesko