„ნადეჟდას“ და პუტინისტებს რომ გვეძახიან ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი…” – სოფო ნიკოლაიშვილი

0
367
29 Views

ძალიან უხერხულია, კეზერაშვილის ტელევიზიებიდან იმის გაჟღერება, რომ თურმე „იმედის“ ჟურნალისტებმა თავდახრილებმა უნდა ვიაროთ. ვინ არის კეზერაშვილი, არ იციან მათ? ეს ის ადამიანია, რომელსაც 2008 წლის ქონებრივ დეკლარაციაში უწერია 1 ბინა და თუ არ ვცდები, წლიური შემოსავალი 51 000 ლარი. 2008 წლის ბოლოსკენ კი 3 კომპანია ოფშორში დარეგისტრირებული, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„კეზერაშვილის ტელევიზიიდან მოგვიწოდებთ, რომ ვიყოთ თავდახრილები. უკაცრავად, თქვენ ამას ვერ მოგვიწოდებთ და საერთოდ ვერ დაგვაკომპლექსებთ. ეს კრიტიკული მედია არ არის. კრიტიკული მედია რომ იყოს ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც ბევრად ძლიერი იქნება. ესენი არიან ზიზღით აღჭურვილები. რატომ ხდება, რომ 4 ტელევიზია ერთად, ვერ აგროვებს ამდენი ხანი რევოლუციისთვის საჭირო ხალხს? 4 ტელევიზია ერთად ვერ აგროვებს იმ რეიტინგს, რასაც „იმედი“. ეს იცით, რატომ ხდება? ხალხი ხვდება, რომ ეს არის ზიზღი და არა კრიტიკა. „იმედს“ გაცხადებული აქვს თავისი პოლიტიკა, რომ „ნაციონალურ პარტიას“,როგორც ზიზღის პარტიას, მინიმუმ ვერ დავეხმარებით ხელისუფლებაში მობრუნებაში“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

„იმედს“ აქვს ძალიან დრამატული წარსული, ძალიან ტრავმირებული ტელევიზიაა ამ ძალისგან, ყოფილი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობისგან“, – აქ მხოლოდ ფიზიკურ დარბევაზე არაა საუბარი, აქ საუბარია უდიდეს მორალურ ზიანზე, როდესაც ცდილობდნენ აქედან ჟურნალისტები გადაებირებინათ მუქარით, ფულით და ეს ასე მოხდა. ეს იყო უმძიმესი პროცესი. ჩემს კოლეგას ვეკითხებოდი: ხომ არ გადახვალ, ხომ არ მიატოვებ „იმედს“ – პასუხი იყო – არა და მეორე დღეს ვხედავდი მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ეთერში. ეს პროცესი არ ჩერდება, ისევე როგორც ეს ძალა [„ნაციონალური მოძრაობა“] არ იცვლება.

ვინც ჩვენს ეთერში, ცოტა ხნის წინ შემოიჭრნენ, ის ადამიანები ოჯახით, პარტიულად, ყველანი სააკაშვილზე დამოკიდებულები არიან, ამ ძალაზე და მათ ლიდერზე ცხოვრებით არიან მიბმულები და გასაგებია რატომ სჭირთ ის, რაც სჭირთ. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ჩუმად ვართ – „ნადეჟდას“ და პუტინისტებს რომ გვეძახიან ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი. ამ ყველაფერს ვითმენთ. ესენი ამასობაში ამ ნარატივს ამკვიდრებენ, რომელიც რა თქმა უნდა პარტიული ნარატივია. ჩვენ ამას დიდი ხანია ვითმენთ, იმიტომ რომ თითქოს ამაზე მაღლა ვდგავართ, მაგრამ ესენი ამას ასე კი არ აღიქვამენ, ისინი აღიქვამენ, რომ ჩვენ მართლა გვაქვს იმის კომპლექსი, რასაც გვაბრალებენ“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

Cesko