საქართველოს პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეს
ერთი შეხედვით ჩანს! პროფესიონალური განათლებისა
და მეცნიერების განადგურებამ, განათლების სისტემის
გარყვნამ და მისმა დამორჩილებამ დამპალი
ნეოლიბერალური იდეოლოგიური დოქტრინისა და მისგან
გამომდინარე იდეოლოგიური შტამპებისადმი, სახელმწიფო ხელისუფლების მარიონეტიზაციამ,
მედია-საშუალებების უდიდესი ნაწილის მიზანმიმართულმა გადაცემამ ამ დამპალი იდეოლოგიის
მომსახურეთა ხელში, თავისი დაღი დაასვა საზოგადოებას!
არა მხოლოდ ახალგაზრდების ნაწილი,
არამედ, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები
აღმოჩნდნენ იდეოლოგიური წნეხისგან გასრესილები და
სიყალბის აგრესიული მიმდევრები.
შ ე დ ე გ ი ისაა, რომ ქართულ სივრცეში, მიუხედავად მსოფლიო მასშტაბის კრიზისისა, საზოგადოების საკმაო
ნაწილი მოწყვეტილია რეალობას, ჩაკეტილია იდეოლოგიურ მახინჯ ჭაობში და უარყოფს რეალობას,
არ იღებს ფაქტებს და დგას სრული გონებრივი დეგრადაციის წინაშე!
ის, რომ მიმდინარე პროცესის განმაპირობებელი მსოფლიო
წესრიგის რღვევა და გაცილებით სამართლიანი და რაღაც
საერთაშორისო ნორმებს დაქვემდებარებული მრავალი პოლიტიკური ძალის ცენტრს დაფუძნებულ რეალობაზე გადასვლაა, – ეს საქართველოში არ აინტერესებთ!
აქ უთხრეს ხალხს: ეს არის “თეთრი” და ეს არის “შავი” და საზოგადოების დამორჩილებული ნაწილი, სეთურის ბრბოს დონემდე დასული, ეწინააღმდეგება ყველაფერს, ლამის მზადაა დაგლიჯოს ყველა და ყველაფერი, რომელიც “მისი არქიფოს” შარავანდედით არაა გაბრწყინებული. ?
რას ნიშნავს რეალობის მიუღებლობა?!
გაეროს-წევრმა 140 სახელმწიფოზე მეტმა უარი განაცხადა მიერთებოდა ამტირუსულ სანქციებს. და პრაქტიკულად ეს არის: აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკა, ევროპის რამდენიმე სახელმწიფო! ამ ქვეყნებში ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი!
მხოლოდ აშშ და მისი მოკავშირეები უჭერენ მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, და ეს გაცილებით მცირე ნაწილია და არა “მთელი მსოფლიო”. უმცირესობაში ყოფნამ წარმოაჩინა პოლიტიკური პრობლემების არსებობა – სერიოზული პრობლემების არსებობა!
არსებულმა სისტემამ, რმელიც ინგრევა და მას ვერაფერი გადაარჩენს, – ორი რამ დააყენა დარტყმის ქვეშ:
(ა) მსოფლიო ფინანსური სისტემა, მონოვალუტაზე მიზანმიმართულად აგებული, რომელიც განვითარებისა და სტაბილურობის შემაფერხებელი გახდა და
(ბ) უსაფრხოების სისტემას, როცა ერთი ჯგუფის უსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფისთვის აგებული
სისტემა მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურება და სხვა
ყველაფერს აღიქვამს მტრულად, რაც დიდი საფრთხის
შემცველია, რადგან “საფრთხის” ინტერპრეტაციის უკიდეგანო საშუალებებს იძლევა.
რა ხდება უკრაინაში საომარი ოპეაციის დაწყებით?!
უკრაინა საკუთარი არჩევანით გახდა მომსახურე იმ სისტემისა, რომელიც ინგრევა და ამ ნგრევას არაფერი და ვერაფერი შეაჩერებს.
ქართველებს არ სურთ გაიგონ მიმდინარე პროცესების გლობალური კონტექსტი. ისინი ჩაიძირნენ იდეოლოგიურ პრიმიტიულ წარმოდგენებსა და კრეტინულ ფრაზეოლოგიაში!
სამყარო იცვლება, – საქართველოში არაფერი იცვლება!
არადა, ქართული ლოკომოტივი უკვე დეპოშია კაი ხანია!
“საზოგადოების ნაწილი ჩაკეტილია იდეოლოგიურ მახინჯ ჭაობში და უარყოფს რეალობას, არ იღებს ფაქტებს და დგას სრული გონებრივი დეგრადაციის წინაშე!
36 Views