“… ახლა კი თურქეთის ნეგატიურ პასუხს ვიგებთ” – ფინეთის პრეზიდენტი

0
628
31 Views

ცოტა გაკვირვებული ვარ – ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმები და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა.

„მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით, ამიტომაც მე გაკვირვებული ვარ – ახლა გავიგეთ მათი ნეგატიური პასუხის შესახებ.

ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომელიც მან წამოჭრა. 30 წელია ნატოს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

გერმანიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერასა და მადრიდის სამიტზე მისაღებ კონცეფციაზე იმსჯელეს. მინისტერიალის პირველ დღეს დიპლომატები შეხვდნენ კოლეგებს ფინეთიდან და შვედეთიდან. ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოს წევრობაზე განაცხადს წარადგენს.

Cesko