საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ – არესტოვიჩი

0
852
28 Views

საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლების მიერ 17 ივლისისთვის დანიშნულ „რეფერენდუმს“ რუსეთთან შეერთების საკითხზე.

„მე კარგად არ ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, შეუძლიათ თუ არა მათ ცხინვალში შესვლა, არის თუ არა ჯარი ახლა შესაბამის მდგომარეობაში, მაგრამ მე კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა. ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ ეს შეეძლოთ. შეიძლება, შეუძლიათ, მაგრამ მე ასე არ მგონია, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას არ შეიძლება შედიოდეს კამათში ორ შტატგარეშე მრჩეველთან – ჩემთან და პოდოლიაკთან. ეს ხდება პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე და ასე შემდეგ. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც ძალიან ზუსტად მოარტყამ მტკივნეულ ადგილზე. თუმცა, ქართველი ხალხი იკითხავს, „ბიჭებო, როგორაა ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როდესაც ჩვენი კუთვნილება მიაქვთ ახლა უკვე არა მხოლოდ დე ფაქტო, არამედ უკვე დე იურე“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

Cesko