“მოსაყდრე” მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, პატრიარქი უკვე იზოლირებული ჰყავთ” – გამზარდია

0
453
189 Views

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:

“საპატრიარქოს ინგორმაციით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძეს დამოუკიდებლად სასულიერო პირების ხელდასხმის უფლება აღარ აქვს და საპატრიარქოს სამღვდელო კომისია უნდა გაიარონ მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატებმა.
მიუხედავად იმისა, რომ მელქისედეკ ხაჩიძე სრულიად მიუღებელი სუბიექტია ჩემი გადასახედიდან, ჩემთვის გაუგებარია, სინოდის გადაწყვეტილების გარეშე რა უფლებით ართმევენ ეპისკოპოსს სასულიერო პირების ხელდასხმის უფლებას ან ვინ ართმევს ამ უფლებას.
ეს უკანასკნელი რიტორიკული შეკითხვაა, რადგან ცნობილია, რომ დიდი ალბათობით ამ გადაჭარბებულ ძალაუფლებას მიტროპოლიტი შიო ატარებს და ჩვენი ეპისკოპატი ცოტა ხანში შიოს უზურპირებული ძალაუფლების მონებად იქცევა.
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს ეპისკოპატს თავმოყვარეობაც კი არ შერჩა (წესიერება, არსებითად არც აქამდე ჰქონდათ) და სრულიად გაუგებარი რეგალიის მქონე პირს – მოსაყდრეს ძალაუფლების უზურპაციის საშუალებას აძლევენ.
“მოსაყდრე” კი მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, რადგან პატრიარქი ისედაც უკცე იზოლირებული ჰყავთ, მაქსიმალურად ჩამოშორებული პროცესებს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.
ამ გზით მიტროპოლიტი შიო ინთავისუფლებს გზას და ქმნის წინაპირობებს, რომ მაქსიმალურად გაზარდოს შანსი, დამონებულ ეპისკოპატს თავი პატრიარქად აარჩევინოს.
ჰოდა, აქ საქმე მელქისედეკზე არაა, უკვე არაერთ ეპისკოპოსს აქვს წყალი შეყენებული სინოდში, ვინც თანხმობაში არ მოდის შიოსთან.”

Cesko