ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებული სკოლის შესახებ

May 13, 20:10
0
1284

?? ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებული სკოლის შესახებ.
?სურათზე არის არასრული სია ბატონი ლევანის მიერ სკოლის დასახმარებლად შეტანილი თანხისა. ( 2019 წელს 750 000 ლარი)
ბევრი ლაპარაკობს თუ რა ძვირია ლევან ვასაძის მიერ დაფინანსებული სკოლა და იმაზე, რომ თურმე ამ სკოლით ის მდიდრდება.

ამაზე მომკივან ხალხს სინამდვილეში სკოლის ფასი და მისი ხარისხი კიარ აინტერესებთ, არამედ უბრალოდ შური და ბოღმა აქვთ ბატონი ლევანის მიმართ და ცდილობენ რამენაირად ჩრდილი მიაყენონ ( ხალხის უმრავლესობა ყველაფერს ხვდება ).

?სინამდვილეში ეს სკოლა აქეთ საჭიროებს შენახვას და ბიზნესის კუთხით თუ ვინმე შეხედავს კატასტროფულად წამგებიანია ( წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ზარალი ? ).
?სინამსვილეში ეს სკოლა სიძვირით ქართული სკოლების ოცეულშიც არ შედის.
?აკადემიური მოსწრებით არის პირველ ადგილზე.
?ამ სკოლის ბავშვები ყოველგვარი დამატებითი რეპეტიტორების გარეშე აბარებენ უმაღლეს სასწავლებელში. ( უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსებით )
?სკოლას აქვს სულიერი და ზნეობრივი აღზრდის მიმართულება.
?სკოლას ემსახურება ექიმი და ფსიქოლოგი.
?სკოლაში მოსწავლეები დაკავებულები არიან სხვადასხვა სახის სპორტით. დილა იწყება ვარჯიშით. ბატონი ლევანი ბავშვებს ხშირ შემთხვევაში თვითონ ავარჯიშებს. ( ამის ამსახველი ვიდეო გვიდევს ჯგუფში)
?რაც მთავარია ბავშვები იზრდებიან ჯანსაღად. ყალიბდებიან ეროვნულად მოაზროვნე და თავისი სარწმუნოების და ქვეყნის მოყვარულ ადამიანებად.
? ეს რათქმაუნდა არასრული სია არის იმ სიკეთეებისა, რასაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა აძლევს მომავალ თაობას.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე – kiketischool.ge — აქ: Iakob Gogebashvili School / იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Нет описания фото.

სოციალური ქსელი; ჯგუფი Levan Vasadze & Media

 

 

 

Cesko