საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ზოგიერთი მხარდამჭერი ღიად უპირისპირდება ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას. ძალიან აქტიურია შმაგი ვეფხვაძე, რომელიც მას ფეისბუქჩართვებით ხშირად მიმართავს:
„ნიკა მელიამ ლაივში ილაპარაკა, ყველა კითხვა ვნახე და არც ერთი კითხვა არ ეხება საქართველოს მომავალსო… ჩვენ მიერ დასმული კითხვები, ნიკამორ, ეხება საქართველოს და მიშას მომავალს, შენს მომავალს არ ეხება. რაც არ უნდა იხტუნაო, უკვე შენი მოქმედებებით პოლიტიკური მოღვაწეობა დაამთავრე და რაც უფრო დიდხანს დარჩები პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ბევრი ისარი მოგხვდება ტრ*** და წახვალ ტრ*** დაჭრილი. შენი პოლიტიკაში ყოფნა არანაირად არ არის შესაძლებელი, ბიძინა უფრო დაბრუნდება პოლიტიკაში, ვიდრე შენ დარჩები. შენი პოლიტიკური განეიტრალება უნდა მოხდეს. ამერიკის საელჩოსთან აუცილებად გაიმართება აქცია, სადაც კერი დეგნანის გადადგომას მოვითხოვთ და შენი პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება.
ამბობ, რომ შენზე ლაპარაკობენ, ,,ოცნებაში” დადისო. შენ ისე იქცევი, შენზე კარგად არავინ ილაპარაკებს. შენ ხარ მოღალატე და ატყუებ ამომრჩეველს. ჩემ მიერ არჩეული პრეზიდენტი არის პუტინის ტყვე, რომელსაც არ შველის ჩემი ოპოზიციის ლიდერი. მიშა უნდა გათვისუფლდეს, შენ უნდა წახვიდე, ბიძინა უნდა დასანქცირდეს და პუტინი უნდა მოკვდეს. ევროპა-ამერიკაში უნდა გამოგაჭენო თეთრი რაშით. შენ არ ხარ პოლიტიკოსი, შენ ხარ ძველი ბიჭი. საქართველოს დრო მოდის და საქართველოში არასწორების დრო მიდის“.