46 Views
პუტინისთვის არათუ სამარცხვინო პიროვნება გვიწოდებია, ეს ზოგადი სიტყვები, ვიგინდარასთან დაკავშირებული თემა, გაცილებით უფრო ნაკლებია თავისი მნიშვნელობით, ვიდრე საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე მისი წაყენების მოთხოვნაზე ხელმოწერა.
[…] რაც შეეხება პოდოლიაკს, მე, მაგალითად, სიტყვა ვიგინდარა შეიძლება არ მეთქვა, მაგრამ არის უნამუსო ადამიანი. თუ გაწყობთ, დავამატებ.
ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ ფორმულას ჟურნალისტის კითხვას, უწოდებიათ თუ არა მიხაილო პოდოლიაკის მსგავსად “ვიგინდარა” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს “ვიგინდარა” ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ზარქუამ უწოდა, ხოლო თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას სთხოვა, ენახა “რა ცხოვრებით ცხოვრობდა” პოდოლიაკი.