236 Views
ტრაგედია ფასანაურში – ჯომარდობის დროს 1 ტურისტი დაიღუპა, 7 წლის ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად კი ექიმები ამ დრომდე იბრძვიან; სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ადიდებულ მდინარე არაგვში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
არსებული ინფორმაციით, ტურისტები ინდოეთიდან საქართველოს დასათვალიერებლად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ.
დაღუპულია 23 წლის ქალი, რომლის ცხედარსაც მაშველები მდინარეში რამდენიმე საათი ეძებდნენ. სამაშველო ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ტურისტი ნავში, ფოტოს გადასაღებად ფეხზე ადგა, რის შემდეგაც ნავი გადაბრუნდა და ოთხი ადამიანი წყალში გადავარდა. სწორედ მათ შორის იყო მცირეწლოვანი ბავშვიც. ამ დროისათვის პოლიცია ინსტრუქტორს კითხავს.