ჩემი აზრით, პროექტის ეპოქამ თავისი გმირი იპოვა, თავის ვარსკვლავს მიაგნო. ეს არის არისტოვიჩი, რომელსაც შეუძლია ერთნაირი კმაყოფილებით ისაუბროს უკრაინელ დახოცილ ბავშვებზე და საქართველოს ხელისუფლების ცეცხლოვან შემონათვალზე, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არ გაუკვირდება, რომ არესტოვიჩმა ცოტა ხანში თავი ქრისტედ ან ანტიქრისტედ გამოაცხადოს, რადგან „ორივე თანაბრად მისაღებია მისთვის“.
„სააკაშვილი პროექტის მოქალაქეც არ არის, სააკაშვილი პროექტის პროდუქტია. იმიტომ შემოჰყვა რძის პროდუქტებს, როგორც თავის კოლეგებს, ისე შემოგორდა საქართველოში. სააკაშვილი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემი აზრით, პროექტის ეპოქამ თავისი გმირი იპოვა, თავის ვარსკვლავს მიაგნო. ეს არის არისტოვიჩი, რომელსაც შეუძლია ერთნაირი კმაყოფილებით ისაუბროს უკრაინელ დახოცილ ბავშვებზე და საქართველოს ხელისუფლების ცეცხლოვან შემონათვალზე. არ გამიკვირდება, რომ არესტოვიჩმა ცოტა ხანში თავი ქრისტედ ან ანტიქრისტედ გამოაცხადოს, რადგან ვფიქრობ, ორივე თანაბრად მისაღებია მისთვის“, – განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას ვერ უკარნახებს, თუ როგორი პოლიტკორექტულობა უნდა გამოიჩინოს.
„არ მაქვს ამის რეცეპტი. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი აზრით, საქართველოში მოსახლეობა მეორე ფრონტს მხარს არ უჭერს. ერთადერთი იმუშავებს საქართველოში ფრაზა „არა ომს!“, რომლის გარშემოც შესაძლებელია, მოხდეს მოსახლეობის სრული მობილიზაცია და ეს ასეც იქნება, თუ საჭირო გახდა“, – განაცხადა მაღრაძემ.