,,ყოჩაღ, ქეთი, დოიჯას საფლავი როგორც ზურას ეკუთვნოდა, ისეა – სადა, ყვავილებით გაწყობილი, ლამაზი სურათი” – მიხეილ ზაქარიაშვილი

0
608
29 Views

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეგობარზე, მომღერალ ზურა დოიჯაშვილზე წერს და მის მეუღლეს, ქეთი ვადაჭკორიას მადლობას უხდის:
,,დღეს გულზე მომეშვა, ყველას საფლავი მოვინახულე – მამაჩემის, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის. ერთი ემზარა და მამაო დამრჩა! არავის საფლავი არ გადამიღია, დოიჯას საფლავი კი… არ მიყვარს საფლავების გადაღება და აფიშირება, რომ ვიყავი. მე როცა მინდა, მაშინ ავდივარ. იმიტომ გადავიღე, რომ გითხრა დიდი მადლობა, ქეთი. ყოჩაღ, დოიჯას საფლავი, როგორც ზურას ეკუთვნოდა, ისეა, სადა, ყვავილებით გაწყობილი, ლამაზი სურათით…კვერცხი გავაგორეთ და სანთლებიც აუნთო ნინომ, მე კი ვიჯექი და სევდიანად ვიხსენებდი მე და დოიჯას კურიოზებს და განვლილ ცხოვრებას! ღმერთმა ნათლში ამყოფოს მისი სული”.

ზურა დოიჯაშვილი სიცოცხლის ბოლო წუთებშიც თავის სამშობლოზე ჩამოსვლაზე, თავის თბილისზე ოცნებობდა. სამწუხაროდ, მისი ეს ოცნება სიცოცხლეში ვერ ახდა, მაგრამ სამუდამო განსასვენებელი თავის საყვარელ ქალაქში დაიდო.

Cesko