ამან უკვე დაალაგა უკრაინაში საქმე… ომს მორჩა, ყველაფერი საათივით ააწყო და ჩვენზე აქვს ეხლა მთელი ყურადღება გადმოტანილი.
როგორც ჩემმა ერთმა კარგმა ახლობელმა უწოდა- ამ ცისფერ მანიპულატორს, ქართველები ვიღაცაში ეშლება- როგორ უნდა დაამუშავო ხალხი ფსიქოლოგიურად და როგორ უნდა დააგიპნოზო, რომ ამ ცინიკოსს საუკუნის რენესანსი და ნათელი უწოდო.
ისეთი აღფრთოვანებული ეპითეტები მაქვს წაკითხული ამ არაკაცის მიმართ, რომ თვალებს არ ვუჯერებდი. ინტერვიუში ისიც კი განაცხადა , თუ საჭირო იქნება მოლდავეთსაც ერთ წუთში ავიღებთო. ისინი ოცნებობენო , რომ რუმინეთს შეუერთდნენო და ჩვენც დავეხმარებითო…
იმათაც გადაუწყვიტა ყველაფერი. იდეა კი ერთია. რაც შეიძლება მეტი ცხელი წერტილი გაუჩინონ რუსეთს და ხალხი რომ გაწყდება ეგ არაუშავს…. მართლაც რომ ცისფერი მანიპულატორია. ვის ხელშია უკრაინა და უკრაინელები! საცოდაობაა…
ქეთინო კალაიჯიშვილი, ბლოგერი; სოციალური ქსელი