,,პირდაპირ არ ვიცი, როგორ გავიხარო-
რა მაგრად განვითარებულა ქართული ეკონომიკა!
ალმაცერად რატომ შემომხედე, ჩემო მეგობარო?!
არ გჯერა, ხომ?!
მეც არ მჯეროდა და…
,,არ გჯერა, ხომ?! მეც არ მჯეროდა და… დღეს “ნიკორაში” წყალი შევიძინე…” – დემურ გიორხელიძე
დღეს “ნიკორაში” წყალი შევიძინე:
“ბაკურიანი, ” 6-ლიტრიან ბალონებში!
ეს რომელია, იცით?!
აი, წითელი ყელსაბამი რომ ჰქონდა
შებმული ლამაზი წარწერით: “2 ლარი” და
1,80 ლარად გაძლევდნენ.
დღეს კი, როცა პროტესტი განვაცხადე, რამდენს
მახდევინებთ, ალბათ შეცდომაა-თქო, პოპულარულად
განმიმარტეს: 4,50 ლარი ღირსო! ?
აპა, ჩემო ბატონო!
ამას ჰქვია ეკონომიკის განვითარება!
ნაღდად ქართულ წყალს საქართველოში ემბარგო დაუწესეს და… გაძვირდებოდა, აბა, რა იქნებოდა!
მოკლედ, არ ვიცი რა გითხრათ, გახარებით კი გაგახარეთ –
ქართული ეკონომიკა ჰყვავის, იფურჩქნება, ქშენა-ქშენით მიდის წინ და ცეცხლი ეკიდება!”
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი