33 Views
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამის მონაცემებს ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
საფრანგეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 57.60% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენმა – 42.40%.
ადგილობრივი დროით 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 63.23% შეადგინა.
10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.6%, ხოლო მარინ ლე პენმა – 23,41% მიიღო.