პიროვნებად ჩამოყალიბება შეუძლებელია
ცხოვრებისეული ქარტეხილებისა და განსაცდელების
გავლის გარეშე:
რაღაც პროცესები ადამიანის სულში და გონებაში ხდება,
რაღაც პროცესები კი იმ გარემოში,რომელშიც ადამიანს უწევს ცხოვრება.
ადამიანის სახე სრულად ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება, – ანუ სიტუაციებში, როცა ქაოსური მდგომარეობის გამო, უახლოეს მომავალშიც კი შედეგების წინასწარგანჭვრეტა შეუძლებელია.
სწორედ ამ სიტუაციებში, დამფრთხალი და უსუსური გონება, – შეიძლება კარგად შეფუთული დამყარებულ სიტუაციებში, – კარგავს წონასწორობას და უბადრუკ და უსუსურ არსებას გარდაისახება (ანუ იმად, რაც სინამდვილეში არის).
რატომ?!
თუ ცხოვრება არსწორადაა განვლილი ანდა ადამიანი შეუმდგარია, ქვეცნობიერის დონეზე სწორედ ეს ახდენს უდიდეს ზეწოლას მის ფსიქიკაზე და იგი ჯერ წონასწორობას კარგავს და არამდგრად მდგომარეობაში გადადის, რომელიც სიმხდალესა და ისტერიკულ კონვულსიებში ვლინდება.
დააკვირდით აგრესიულ, იდეოლოგიით განადგურებულ ნაგავს საქართველოში: შიში მომავლისა, პიროვნული უსუსურობა ახდენს მათი ბუნების გამჟღავნებას!
მათი აგრესია – სულიერი უმწეობისა და გონების სისუსტის შედეგია! შეუძლებელია, ნორმალური ადამიანი ოდესმე აღმოჩნდეს ასეთ მდგომარეობაში.
ცხოვრებისული მოვლენები ამტკიცებს მის ხასიათს და იგი ყოველ ახალ განსაცდელს მშვიდად და აქტიურად ხვდება, პანიკის გარეშე: ცივი გონებით საზღვრავს ყველა შესაძლო მოსალოდნელ შედეგს და მისთვის საუკეთესო ტრაექტორიის რეალიზაციას უწყობს ხელს.
დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი