უკრაინაში რუსული ძალები აშშ-ისა და ნატოს ექსპანსიის წინააღმდეგ იბრძვიან – სერგეი ლავროვი

0
445
35 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა russia24- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული ძალები აშშ-ისა და ნატოს ექსპანსიის წინააღმდეგ იბრძვიან.

მისი თქმით, “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” შექმნილია იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს აშშ-ს სრული დომინირების უგუნურ კურსს მსოფლიოში.

პუტინის დიპლომატი ამბობს იმასაც, რომ რუსეთი არ დაუშვებს, დასავლეთის დაქვემდებარებული ქვეყანა გახდეს.

“ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამიზნულია იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების უგუნურ ექსპანსიას და უგუნურ კურსს საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთი დასავლეთის მიმართ დაქვემდებარებულ პოზიციას არასოდეს დაიკავებს“.

Cesko