ნანა კაკაბაძე: ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა „ნაცები“ დაადუმა

April 3, 14:22
0
490

„ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა „ნაცები“ დაადუმა! ელექტრონული წესით ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ „ოცნებას“ ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერც ჩვეული რიტორიკა გამოიყენა კარუსელებისა და გაყალბების თაობაზე და ვერც გასაჩივრება შეძლეს რომელიმე უბანზე.

„ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა „ნაცები“ დაადუმა! გუშინ, 2 აპრილს, ბათუმში ელექტრონული წესით ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ „ოცნებას“ ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაცებმა“ ვერც ჩვეული რიტორიკა გამოიყენეს კარუსელებისა და გაყალბების თაობაზე და ვერც გასაჩივრება შეძლეს ვერც ერთ უბანზე. მათ დუმილის უფლება გამოიყენეს. არა, მაინც რას გვიშვება ეს ბიძინა?!“, – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმშიც და რუსთავშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ბათუმში კენჭისყრა საპილოტე რეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართა.

Cesko