„მივიდა ამ დამპალ კლინიკაში, მისი სხეული ისე გაასიეს და გააუბედურეს ადამიანურს აღარ ჰგავდა. ცნობილი ექიმი მოკლეს ბიზმესმენმა ექიმებმა…“ – ვინ არის გარდაცვლილი ექიმი და ვის ადებს ხელს მისი შვილი?

April 2, 13:12
0
524

ექიმი ალეკო ცხაკაია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ზურა ცხაკაია ავრცელებს, რომელიც ექიმის გარდაცვალებას კოლეგების დაუდევრობასა და არაპროფესიონალიზმს აბრალებს. მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში თავისი ფეხით შევიდა, საიდანაც ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა.

,,მივიდა ამ დამპალ კლინიკაში ჩემი მამიკო ურისკო ოპერაციის გასაკეთებლად, მისი ფეხით შევიდა ჯანმრთელი და მამა სახლში მკვდარი გამომატანეს. ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე. მომიკლეს მამა ამ არაპროფესიონალებმა. მისი სხეული ისე გაასიეს და გააუბედურეს ადამიანურს აღარ ჰგავდა.

ექიმი კაცი ,რომელიც მთელს საქართველოს უყვარდა და პატივს ცემდა მომიკლეს.

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი. დირექტორი gia grdzelize, რომელსაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ყველამ გაიგგოს. ეს არის ციხე. არ მიიყვანოთ პაციენტი რაც არ უნდა გაგიჭირდეთ. სხვაგან წადით. აქ ექთნები გარეთ დარბიან ხაჭაპურის საჭმელად. მერე რეანიმაციში შეირბენენ. ჩვენ რომ ჩვენი პაციენტი ვნახოთ საქართველო უნდა შევაზანზოროთ. პაციენტი პატიმარია უკვე. თვითონ შეაქვთ ინფექცია. მე კი არ მაქ უფლება ჩემი პაციენტი ვინახულო. ვითომ კოვიდს შევიტან. ამ დროს თვითონ არიან კოვიდიანები. ეს არის ფულის ბიზნესი. ამიხსენით ყველაფერი. gia grdzelidze. kaxa nuralidze. merab janelidze. leqso cirekidze. რატომ მოკალით თქვენზე ბევრად მეტად ძლიერი ექიმი ალეკო ცხაკაია. ალეკო ცხაკაია მოკლა ბიზმესმენმა ექიმებმა. ეს არი ფულის საბეჭდი კლინიკა სირცხვილია. როგორი ექიმი მოუკალით საქართველოს. მოდის პაციენტები ბავშვებით და გლოვობენ ალეკო ცხაკაია. ამერიკელიმა ექიმებმა თქვეს ესენი სტუდენტებიაო. როგორ გააკეთეს ესო. მთავარია ფული შემოვიდა კლინიკაში. ფული და ფული. რამდენ დედას ჩაუკალით იმედი , რომელიც ალეკოს ენდობადა. ეს კლინიკა არის ბანკი. ბანკი გაიგეთ. პროტოკოლები აქვთ. წამალი უნდა მიიტანო რომ რომ ადამიანი გასივდეს. ვერ დაიტორო სწრაფად დაასაფლაო. კლინიკა პროტოკოლი. კლინიკა ბიზნესი. ფულის დანახვაზე თვალები უთეთრდებად. შედეგი არ აინტერესებს. სადაა ჯანდაცვა. ვერაფერი ვერ გიცავს. ციხეში მოხვდა, ძვირფასო პაციენტებო თქვენი ალეკო ექიმი. მოკლეს. ჩვენ ყველაფერი გავიგეთ”, – დაწერა ზურა ცხაკაიამ.

Cesko