33 Views
ჩინეთის რეპუტაციას საფრთხე ემუქრება, თუ ის რუსეთს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება , – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინთან ონლაინ სამიტის შემდეგ გააკეთა.
„ომის გახანგრძლივება და მსოფლიო ეკონომიკის მეტად შეფერხება არავის ინტერესშია“, – დაწერა მან ტვიტერზე.
სი ძინ პინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და ევროპამ უნდა უზრუნველყონ სტაბილურობა ცვალებად სამყაროში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ შესათავაზებლად რაიმე წინადადება ომის დასრულების შესახებ.