“რატომ სძულს ივანიშვილს საკუთარი ქვეყანა და ადამიანები ასე, რომლებსაც ანადგურებს…” – თამარ კორძაია

0
565
30 Views

დეპუტატი თამარ კორძაია, მთავარი არხის ეთერში, გადაცემა “დღის სტუმართან”, ამბობს:

“სულაც არ არის გასაკვირი ქართული ოცნების დეპუტატების რეაგირება ანა ფოტიგას განცხადებაზე, ოღონდ ივანიშვილი არ ვახსენოთ და ისინი ყველაფრისთვის მზად არიან და რომ ვახსენებთ, მით უფრო მზად არიან ყველაფერისთვის, ამიტომ არ არის არსებითი, ისინი რას იტყვიან.

ბიძინა ივანიშვილია ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და ფულის გაკეთებას არ ვაპირებ ამ ქვეყანაშიო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილია ადამიანი, რომელმაც შექმნა პირობები, როცა ჩვენ მოქალაქეებს ნიადაგს აცლიან, პირდაპირ აცლიან, გავიხსენოთ ხეების გადატანა, ეს ხეები საკუთარი სიამოვნებისთვის გადაჰქონდა და გაანადგურა მთელი ლანდშაფტი. ჭიათურაში რა ხდება – კატასტროფა ტრიალებს, მარტო ამისთვის ეკუთვნის სანქცირება. დანაშაულია,. ადამიანები გამოყარეს. ცოცხლად მარხავენ. დამსკდარ მიწაზე საშინელი სანახავი არაფერია და ეს ხდება ჭიათურაში, იმ რაიონში, სადანაც წარმოშობითაა და რატომ სძულს ამ ადამიანს საკუთარი სახელმწიფო, ეს ქვეყანა და ადამიანები ასე, რომლებსაც ანადგურებს, სიცოცხლეს უსპობს, ადამიანებმა რაც შექმნეს, მამა–პაპის დანატოვარი რაც ჰქონდა, მიწამ ჩაიტანა, ჩაყლაპა პირდაპირ გაგებით,

მწერენ. სხვა თემა არა გაქვთ სააკაშვილის გამოშვების გარდაო? სააკაშვილი თემა კავშირშია სხვა თემებთან. ხომ უნდა დავფიქრდეთ და შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს, ეს პოლონელი წარმოშობის ევროპარლამენტარი რატო ჩამოდის? ხომ უნდა დავინახოთ, რომ პერსონალურად ერთი მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ იხილება აქ, სახელმწიფოებრივი საკითხია.

დღეს არის 31 მარტი. ზვიად გამსახურდიამ შექმნა ეს ისტორიული ფაქტი და რეფერნდუმის შედეგად, ჩვენ ისევ ვაღიარეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ შევარდნაძემ შექმნა პრობები, შევედით ევროსაბჭოში, დავაკაკუნეთ ნატოზე, ამის შემდეგ მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გაგვაგებინა, რომ შეიძლება არამარტო ვაკუკუნოთ, არამედ გაიხსნას ჩვენთვის ევროპული ცხოვრების წესი, სერვისები რომ გვაქვს, უცხოელები სულ აღფრთოვანებით საუბრობდნენ, აი, იუსტიციის სახლი და ა.შ. ანუ, ჩვენც ვართ ღირსი, თურმე, კარგი ცხოვრების, და არა საბჭოთა ნანგრევებში ცხოვრების, ეს შექმნა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავი არ დაუხარა რუსეთის თავდასხმას. დღეს ვართ რეალობის წინაშე, როდესაც ზუსტად 31 მარტს, ოკუპირებული ტერიტორიების თვითმარქვია ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ რუსეთის მიერაა აღიარებული, ამბობს, დროა შევუერთდეთ რუსეთსი, მაშინ, როცა მეორე მხარე ამბობს, რომ მათ გენოფონდს ანადგურებს რუსეთი, ამ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლება ხმას არ იღებს და მისი ერთადერთი მტერი არის სააკაშვილი. ნახეთ ინტერვიუები, პირდაპირ აქვს ადამიანს ნათქვამი, რა მოხდებოდა და დღეს ეს პირდაპირ ხდება.

მე დარწმუნებული ვარ, აი, ის კაცი, დამალული რომ არის, ბიძინა ივანიშვილი, მისი პირადი პატიმარია, მის სანქცირებას შემთხვევით არ ითხოვს ანა ფოგიტა. სამყაროში დაიწყო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის – რუსეთის ინტერესებს ატარებს დღეს დამალულად, სახლიდან ბიძინა ივანიშვილი და ღიად კობახიძე და სხვები. ესე იგი ჩვენ ვდგავართ ბოროტების მხარეს და ვაკეთებთ იმას, რაც მოსწონს რუსებს. როდესაც მთელი ევროპა გვაფრთხილებს, რომ არ უნდა გახდეს რუსეთის უკანა კარი,  ღობე და ბოსტანი საქართველო და ბიზნესისთვის სანქციების თავის არიდების სივრცედ არ უნდა ვიქცეთ. ის რომ გაურკვეველი, დიდი ოდენობით რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა საქართველოში, სანქციებს არ შევუერთდით, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში გვიზის…  გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი ქვეყანა ვართ და ქართულმა ოცნებამ, ყველა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლებიც ევროპისკენ ისწრაფოდნენ… შევარდნაძეს პრობლემები არ ჰქონდა? შევარდნაძის დროს კორუფცია არ ჰყვაოდა? გამსახურდიას არ ჰქონდა დისკრიმინაციული მიდგომა და “მარტო ქართველები” და ასე შემდეგ? მაგრამ სახელმწიფოებრივად ყველა მათგანი ნაბიჯს დგამდა ევროპისკენ.

ჩვენი პარტნიორები ევროპიდან  ხედავენ, რომ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მხარესაა. ამიტომ ჩამოდიან და გეუბნებიან, რომ ეს ერთ–ერთი მდგენელია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, გიზის დაუსაბუთებელი არგუმენტებით პოლიტპატიმრის სტატუსით ციხეში… ამიტომ დღეს ვითარება იმაზე არსებითად მძიმეა, ვიდრე მოქალაქეები გრძნობენ.”

Cesko