ლევან დავითაშვილი: საწვავთან მიმართებით, ფასების კლებას ველოდებით

0
412
182 Views

„რეალურად, ჩვენს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან და გვაქვს მოლოდინები, რომ შეიძლება, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე, გარკვეულწილად, პიკური ფასები გადაივლის და უფრო ნაკლები ფასი ჰქონდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოთხოვნა, რომელიც გადასახადების გაუქმებას ეხებოდა, არ არის შესაბამისი და ადეკვატური ზომა.

„ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას. ასეთ საკითხებს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რათა ფისკალური დისციპლინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, არ დაირღვეს და ამას არ ჰქონდეს ძალიან ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე და ზოგადად, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე არ იმოქმედოს. თუმცა, გვესმის რა ამ საკითხის მგრძნობიარობა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და აქ, შეიძლება, უფრო უპრიანი იყოს სხვა ტიპის გადაწყვეტილებები. საწვავთან დაკავშირებით, იმასაც მოგახსენებთ, რომ, რეალურად, ჩვენს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან და გვაქვს მოლოდინები, რომ უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი შეიძლება ბაზარზე გამოჩნდეს, გარკვეულწილად, პიკური ფასები გადაივლის და უფრო ნაკლები ჰქონდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამიტომ, საწვავთან მიმართებით, ფასების კლებას ველოდებით, პირდაპირ მინდა გითხრათ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, ბუნებრივია, რომ საომარი მოქმედებები, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოზე, საქართველოზეც იქონიებს გავლენას.

Cesko