საომარ მდგომარეობას ნუ მოიმიზეზებ – შენივე იდეოლოგიური დები და ძმები, ყოველდღე სოციალურ ქსელებს კიევსა და ლვოვში გადაღებული სელფებით ავსებენ. ჩადი, გაუშვი ვინმე – მიბაძე უკრაინელ ომბუდსმენს! ან რა საქმე გაქვს მეტი? – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიას.
“როდესაც რუსეთის პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი სკანდალების ფონზე, გასაჯაროვდა ინფორმაცია ქართველ პატიმრებთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების ფაქტების თაობაზე, გასაგებია – ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას მოიმიზეზებდით. მაგრამ, როდესაც ქართველი პატიმრებით გავსებული უკრაინის პენიტენციური სისტემიდან დახმარებისა და ყურადღების თაობაზე ისმის ღაღადი – პირადად არ გინდა, მაგრამ ის შენი უსაქმური, „დარტანიანივით“ ულვაშა-მოადგილე მაინც გაუშვი შენი მოქალაქეების ბედით დაინტერესების მიზნით. ნუთუ არ გაქვს მაგალითი, შენი უკრაინელი კოლეგა-ქალბატონის სახით, თუ რამდენჯერ იყო ჩამოსული საქართველოში ერთადერთი უკრაინელი პატიმრის მოსანახულებლად, იქ კი – ასობით შენი მოქალაქე მოგმართავს: დაგვეხმარე!!! საომარ მდგომარეობას ნუ მოიმიზეზებ – შენივე იდეოლოგიური დები და ძმები, ყოველდღე სოციალურ ქსელებს კიევსა და ლვოვში გადაღებული სელფებით ავსებენ. ჩადი, გაუშვი ვინმე – მიბაძე უკრაინელ ომბუდსმენს! ან რა საქმე გაქვს მეტი? საქართველოში პატიმრებს ციხეებში არავინ აუპატიურებს, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით აღარავის უშვებენ, ტელევიზიებს არ ხურავენ და არც არბევენ – როგორც ამას უკრაინაში აკეთებენ, იგივე უკრაინის მაგალითზე – ოპოზიციურ პარტიებს საბითუმო ოდენობით არ ხურავენ, ბიზნეს არ ატერორებენ, არჩევნებს არ აყალბებენ. გასაგებია, რომ უსაქმურად ზიხართ, „იძი-ნა-დვიჟენიობთ“, საბიუჯეტო მილიონებს ფლანგავთ და რაღაც გასართობ „ფეიკებს“ აზიარებთ, თავის უსაქმურ მოადგილესთან ერთად – მაგრამ რეალური გაუბედურებული ადამიანების ცოდვა ერთხელაც მეწყერივით დაგეწევათ”-წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.