,,შე ახვარო პროვოკატორო, ამ პოსტის მერე ამ ქვეყანაში მშვიდად ვერ იცხოვრებ…” – გიორგი ციკოლია დომენიკ მანგოს მიმართავს

March 23, 18:02
0
638

გიორგი ციკოლია ბლოგერ დომენიკ მანგოს სოციალურ ქსელში ემუქრება:

,,შე ახვარო პროვოკატორო, ამ პოსტის მერე ამ ქვეყანაში მშვიდად ვერ იცხოვრებ!!! შენი მიზანი აქ ომის დაწყებაა და საქართველოს ჩართვა ომში, ამას ვერ ეღირსები და შენ აქ ვერ იცხოვრებ მშვიდად”, – წერს ციკოლია და აქვეყნებს სქრინს, სადაც დომენიკ მანგო წერს, რომ ახლა კარგი დროა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ნაბიჯების გადადგმის. დომენიკ მანგომ ციკოლიას უპასუხა:

,,წაკითხულის გააზრება რომ შეგეძლოს, მერე კიდევ გააზრებულის გაანალიზება, მაშინ აზრსაც გამოიტანდი მაგ პოსტიდან. ამას პლიუს კიდევ ის ემატება, რომ სიტყვათა მარაგი გაქვს ბინძური, ეტყობა, რომ ვერ ხარ კარგი აღზრდილი. ახლა კი საკითხი: ,,საქართველომ დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა” არ ნიშნავს ომის დაწყებას. ნაბიჯები დიპლომატიურადაც იდგმება. საქართველოში რომ ჩამოვალ თუ გინდა პირველს შენ გნახავ. ვნახოთ, როგორ შემაშფოთებ”.

Cesko