“ევროკავშირი მილიტარიზაციისა და ნატოსთან შერწყმის კურსს აგრძელებს, მის დიპლომატიურობასა და მშვიდობიან ხასიათზე გაკეთებული განაცხადი კი ფიქციაა”

March 23, 15:03
0
359

ევროკავშირი მილიტარიზაციისა და ნატოსთან შერწყმის კურსს აგრძელებს, მის დიპლომატიურობასა და მშვიდობიან ხასიათზე გაკეთებული განაცხადი კი ფიქციაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მიერ 21 მარტს გაკეთებული განცხადება, ცხადყოფს იმას, რომ ევროკავშირის პრეტენზია, რომ დარჩეს მშვიდობიანი ან თუნდაც „დიპლომატიური“ ალიანსი, სხვა არაფერია, თუ არა ფიქცია“,- განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, 21 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის ერთობლივ მინისტერიალზე ევროპის თავდაცვითი სტრატეგია „სტრატეგიული კომპასი“ შეათანხმეს. სტრატეგიას საბოლოოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ხვალისთვის ჩანიშნულ სამიტზე დაამტკიცებენ.

Cesko