“ზელენსკიმ საქართველოს დროშა სცენაზე სამასხარაოდ რომ გაიტანა –  უკრაინელები და რუსები ერთად ახარხარა – პრეზიდენტი თუ არ იყო, ადამიანი ხომ იყო?…”

0
711
31 Views

ზელენსკიმ საქართველოს დროშა სცენაზე სამასხარაოდ რომ გაიტანა და უკრაინელები და რუსები ერთად რომ ახარხარა, მართალია არ მოგვეწონაო, მაგრამ მაშინ პრეზიდენტი არ იყოვო!.. პრეზიდენტი თუ არ იყო, ადამიანი ხომ იყო? უკრაინელი ხომ იყო? აუცილებლად პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველო რუსების გულის საამებლად არ დაემცირებინა?
აბა ის ბათუმელი (შეზღუდული აზროვნების) გოგო იყო საქართველოს პრეზიდენტი, ყველამ რომ გაატელევიზორა და ყველამ ყველაფერი თავზე დაახურა?
რანაირი მართალი ხალხი ხართ, ვინც ფიქრობთ, რომ ზელენსკისგან საქართველოს დროშის შეურაცხყოფა არაფერი იყო და იმ ვიღაც ქართველი გოგოს უკრაინული დროშის ჩამოგლეჯვისთვის გადაუარეთ?
ჯერ არ დამიმთავრებია!..
საქართველოს უახლოესი ისტორიიდან რომ დავიწყოთ და რასაც ჩვენ მოვესწარით, 1989 წლის 9 აპრილს რუსებმა თბილსში ჩაგვიხოცეს ქართველები. 1992-1993 წლებში რუსებმა აფხაეთის ომში ჩაგვიხოცეს ქართველები. ბოლოს, სულ ახლახანს 2008 წელს ჩაგვიხოცეს რუსებმა ქართველები და პლიუს დღემდე ადამიანებს იტაცებენ.. აწამებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ამცირებენ და კიდევაც კლავენ. ხოდა აქამდე რუსეთის მიმართ არც სანქციებზე ამოგიღიათ ხმა, არც რუს ტურისტზე გითქვამთ უარი, არც რუსულ პროდუქტზე, არც რუსულ ენაზე, არც რუსეთის მოქალაქეობაზე და უკრაინელებისთვის გულ-მკერდს იგლიჯავთ? უკრაინელებს კი არ ვაკნინებ რაიმეთი, ქართველებზე მეტად სხვა ეროვნების ხალხზე (ვინც არ უნდა იყვნენ) როგორ შეგსტკივათ გული? საქართველოზე მეტად როგორ გიყვართ სხვა ქვეყანა? რანაირი ქართველობაა ეს? დაიჯერება თქვენი სიმართლის? ვერა, ვერ ვხდები რა დაემართა ამ ხალხს. ალბათ ვიღაც ფულს ხარბდება, ვიღაც პროპაგანდით გიჟდება. ძალიან ცუდ დღეშია ჩვენი ქვეყანა! ღმერთმა ყველას უშველოს!

დავით ლორია; სოციალური ქსელი

 

Cesko